ზაქარია ქუცნაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით ჭორიკნებს გამოეცლებათ იმის თქმის საფუძველი, რომ „ქართულ ოცნებას“ „ძველები“ ტოვებენ

ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, ვისაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც მმართველი პარტიის პოლიტიკურ მდივნად ირაკლი ღარიბაშვილის დანიშვნას გამოეხმაურა.

ქუცნაშვილის თქმით, ღარიბაშვილის დაბრუნება ერთი მხრივ, იყო მისივე სურვილი, ხოლო მეორე მხრივ, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებისთვის ეჩვენებინა, მმართველ პარტიაში ძველებისა და ახლების ერთიანობა.

„ერთი მხრივ, ეს იყო ირაკლის სურვილი, მეორე მხრივ, ეს იყო პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება, საზოგადოებისთვის ეჩვენებინათ, რომ „ქართული ოცნება“ აერთიანებს ძველებსაც და ახლებსაც. ირაკლიზე ვერავინ იტყვის, რომ ის ახალია და მას არ აქვს დამსახურება. იგი პირველი დღიდან ჩვენი მოძრაობის ჩამოყალიბების საქმეშია. ასე რომ, მე მიხარია, მივესალმები და წარმატებას ვუსურვებ ამჯერად უკვე პარტიულ საქმიანობაში. ეს გახლავთ ძალიან ძლიერი სვლა იმიტომ, რომ იმ ჭორიკნებს, ვისაც ატაცებული ჰქონდათ თემა, რომ „ქართულ ოცნებას“ ძველები ტოვებენ და მხოლოდ ახლები რჩებიან, გამოეცლებათ საფუძველი და დაინახავენ, რომ ერთ-ერთი მთავარი ძველი სახე ბრუნდება პარტიაში სწორედ იმ პერიოდში, როცა პარტიას სჭირდება ძველ და ახალ თაობებს შორის თანხმობა“, - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს