მამუკა მდინარაძე - ისეთი პრეცედენტი, როგორიც ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებით დაფიქსირდა, გუნდის სიძლიერეზე მიანიშნებს

ისეთი პრეცედენტი, როგორიც დღეს დაფიქსირდა ირაკლი ღარიბაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებით, მიანიშნებს გუნდის სიძლიერეზე, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშა, ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არ განიხილება.

"ჩემი აზრით, ისეთი პრეცედენტი,როგორიც დღეს დაფიქსირდა ქართულ პოლიტიკაში, მიანიშნებს გუნდის სიძლიერეზე, როდესაც წარმატებული ლიდერი, რომელიც თავის დროზე იყო აღმასრულებელი საქმიანობით დაკავებული ბრუნდება გუნდში პირნათელი და ამასთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ დგება. უფრო მეტიც, ამ ადამიანს შეუძლია ძალიან თამამად იტვირთოს ლიდერის ფუნქცია იმ გუნდში, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი თავად იყო, გააგრძელოს პარტიული საქმიანობა, გააძლიეროს პარტია და მიიღოს მონაწილეობა ქვეყნის განვითარებაში.

ღარიბაშვილის დაბრუნება მიუთითებს ამ ადამიანის სიძლიერეზე და მის პიროვნულ თვისებებზე. ვფიქრობ, ირაკლი ღარიბაშვილი სხვა ადამიანებთან და განახლებულ გუნდთან ერთად, რომლებიც პერიოდულად შემოემატებიან პარტიას, ძველი მებრძოლების და ახალი წევრების სინთეზი უზრუნველყოფს ჩვენი ქეყნის კიდევ უფრო განვითარებას",- განაცხადა მდინარაძემ.

კითხვაზე: იქნება თუ არა ღარიბაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შუალედურ არჩევნებზე და ხომ არ ჩაანაცვლებს ის გამარჯვების შემთხვევაში ირაკლი კობახიძისა და მამუკა მდინარაძის გუნდს პარლამენტში? მდინარაძემ უპასუხა: "მოდით, ასეთ კარგ ამბავს ნუ გადავიტანთ ნეგატივში და ამაშიც უბედურებას ნუ ვეძებთ. ეს შეიძლება განაწყენებული პოლიტიკოსების ინტერპრეტირების საშუალება და წყარო იყოს, თუმცა, არც ერთი სიტყვა, რომ შუალედურ არჩევნებში უნდა მიიღოს ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა ჩვენ არ გვითქვამს. ამაზე მსჯელობა საერთოდ არ ყოფილა", - განაცხადა მდინარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა