ადვოკატი - არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კობაურს რაიმე ფორმით, პირდაპირი შემხებლობა ჰქონდეს ამ შემზარავ დანაშაულთან

არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კობაურს რაიმე ფორმით პირდაპირი შემხებლობა ჰქონდეს სმიტების საქმესთან, - ამის შესახებ, სმიტების საქმეზე დაკავებული მალხაზ კობაურის ადვოკატმა ალქესანდრე კობაიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეზე ნაფიც მსაჯულებს გამამართლებელი ვერდიქტის გამოტანა არ გაუჭირდებათ.

„დღეს იწყება არსებითი განხილვა საქმის. ბრალდების მხარეს მოუწევს, რომ დაადასტუროს ის ფაქტი, რაც რეალურად არ ყოფილა. ვფიქრობ, რომ ნაფიც მსაჯულებს ძალიან არ გაუჭირდებათ აღნიშნულზე გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმიტომ, რომ არც ერთი მტკიცებულება არ არსებობს, რომ კობაურს რაიმე ფორმით, პირდაპირი შემხებლობა ჰქონდეს ამ შემზარავ დანაშაულთან“, -განაცხადა კობაიძემ.

აღნიშნულ საქმეზე განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმაც, რომელიც სმიტების ოჯახს წარმოადგენს.

„მე აქ წარმოვადგენ სმიტების ოჯახს, რომლებიც დღეს აქ ვერ იმყოფებიან. ყველას სურს თავისუფალი და სამართლიანი პროცესი და სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ჟენეტ რებერმა.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა დღეიდან იწყება. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ აღნიშნული საქმე განსახილველად ნაფიც მსაჯულებს გადასცა. განხილვის ადგილად კი გორის რაიონული სასამართლო შეირჩა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა