არჩილ თალაკვაძე - ველოდებით მამუკა ხაზარაძის მიერ წერილის რაც შეიძლება სწრაფად წარმოდგენას პარლამენტში

ველოდებით წერილის რაც შეიძლება სწრაფად წარმოდგენას პარლამენტში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვნახოთ ეს წერილი იმისათვის, რათა მივიღოთ გადაწყვეტილება საგამოძიებო კომისიის შესახებ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინოს ის წერილი, რაზეც კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, რადგან თუ ეს წერილი არსებობს, ეს თვისობრივად სხვა რეალობის წინაშე აყენებს, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ასეთი წერილი არ არსებობს, გაჟღერებულ ბრალდებებზე, რაღაც პასუხები იქნება საჭირო.

„დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია გაირკვეს წერილთან დაკავშირებული საკითხი. როდესაც წარმოადგენს ამ წერილს პარლამენტში, ჩვენ უკვე,რა თქმა უნდა, მივიღებთ გადაწყვეტილებას შევქმნით საგამოძიებო კომისიას თუ არა“, - განაცხადა თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო