8-დან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს

ზამთრის სპორტის სახეობებისა და ზამთრის ტურიზმის მიმართულებით მსოფლიო რუკაზე საქართველომ საპატიო ადგილი გასულ წელს დაიკავა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლება მოიპოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 2023 წელს საქართველო იქნება მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყანა თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. მანამდე კი, საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაცია (FIS) ევროპის თასის ეტაპებს ჩაატარებს.

„8-დან 10 მარტამდე გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სნოუბორდ კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს. პირველ დღეებში „კუდების“ ფერდობზე ქალთა და ვაჟთა შორის ეტაპები გაიმართება. 10 მარტს სარეიტინგო შეჯიბრებაა დაგეგმილი. შეჯიბრებაში 14 ქვეყნის 62 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტსმენთა რეგისტრაცია უკვე დასრულებულია. საქართველოს ეწვევიან მსოფლიოს სხვადასხვა ტურნირში გამარჯვებული მოთხილამურეები ავსტრიიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან და სხვა.

ფრისტაილის ერთ-ერთი დისციპლინა სნოუბორდ კროსი, ტრასაზე ოთხი სპორტსმენის ერთდროულად დაშვებას გულისხმობს. დაბრკოლებებიანი ტრასის გავლას სნოუბორდისტები მინიმალურ დროში ცდილობენ და საკმაოდ დაძაბულ და ამავე დროს აზარტულ სანახაობას ქმნიან.

საერთაშორისო შეჯიბრს საქართველომ გასულ წელს, პირველად უკვე უმასპინძლა. ბაკურიანში სკი კროსში ჩატარებულმა ტურნირმა უცხოელი სპორტსმენებისა და სპეციალისტების მხრიდან დადებითი შეფასება დაიმსახურა.

შეჯიბრი საქართველოს განათლების, მეცნიერების, განათლებისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის, მისი გენერალური სპონსორი კომპანია „სილქნეტისა“ და მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ტარდება“, - ნათქვამია საქართველოს სამთო-სათხილამურო ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო