პროკურორი - საზოგადოებას ვარწმუნებ, მალხაზ კობაური მიიღებს ადეკვატურ სასჯელს

საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ მალხაზ კობაური პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და ის მიიღებს ადეკვატურ სასჯელს, - ამის შესახებ ხადას ხეობაში მოკლული სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

„სმიტების მკვლელობის საქმეზე ბრალდებული მალხაზ კობაურის პატიმრობის ვადა 9 აპრილს იწურება. ამ დრომდე სასამართლო განხილვა აუცილებლად დასრულდება და ჩემი ღრმა რწმენით, იმ უტყუარი და არაერთი მტკიცებულების შეფასებით, რაც გვაქვს საქმეში, ბრალდებულ კობაურის მიმართ დადგება გამამტყუნებელი ვერდიქტი. მე, როგორც ამ საქმის პროკურორი, საზოგადოებას ვარწმუნებ, რომ კობაური პატიმრობიდან არ გათავისუფლდება და ის მიიღებს ადეკვატურ სასჯელს“, - განაცხადა საქმის პროკურორმა, ზაზა დათუკიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გორის რაიონულ სასამართლოში ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის სამი წევრის მკვლელობაში ბრალდებული მალხაზ კობაურის საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით დღეს დაიწყო.

მალხაზ კობაურს ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც 16-დან 20-წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო