მამუკა ხაზარაძე - კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის  მენტალიტეტი

კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი, - ამის შესახებ სასამართლოს დატოვების შემდეგ „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

„როგორც მოგეხსენებათ, გამოკითხვაზე ვიყავი, სადაც იმყოფებოდნენ პროკურორები. გამოკითხვა ჩატარდა მოსამართლის თანდასწრებით, ახლა გამოვედი. წერილის ასლი გადავეცი. ასევე გავაკეთე კომენტარები. წერილში რა წერია, ეს იყოს პროკურატურის კომპეტენცია, რამეთუ კარგად ატარებენ პრესკონფერენციებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ვნახე საბჭოთა პროკურატურის მენტალიტეტი. წერილის ორიგინალი გაგზავნილია ლონდონში, ექსპერტიზაზე “, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძე მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა. საქმე ეხება ხაზარაძის მიერ პარლამენტში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, მას შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ მუქარის წერილი გაუგზავნა. როგორც ხაზარაძე აცხადებს, მან აღნიშნულის შესახებ პროკურატურაში, დაკითხვაზე განაცხადა, თუმცა საგამოძიებო ორგანომ საკითხზე რეაგირება არ მოახდინა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა