ფედერიკა მოგერინი მამუკა ბახტაძეს - ვუთხარი საქართველოს პრეზიდენტს და ახლა თქვენ გეუბნებით შერიგებისა და დიალოგის მნიშვნელობაზე პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ

ყოველთვის სასიამოვნოა ბრიუსელში საქართველოს დელეგაციის მიღება, დღეს ასოცირების საბჭოს ძალიან კარგი შეხვედრა გავმართეთ, - ამის შესახებ ევრიოკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ მამუკა ბახტაძესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა

„ის სიხშირე და ის ინტენსიურობა, რომლითაც შეხვედრებს ვმართავთ, იმაზე მეტყველებს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი, ურთიერთმომგებიანი მეგობრობა და პარტნიორობა გვაქვს. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის კუთხით, რაც საფუძველს იძლევა ჩვენი პოლიტიკური ასოცირებისთვისა და ეკონომიკური ინტეგრაციისთვის. ევროკავშირი სრულად გამოიყენებს ჩვენი პარტნიორობის პოტენციალს. ორი წლის წინ ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონაში უვიზო რეჟიმის მიმოსვლის საშუალება მისცა. მას შემდეგ 300 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა ამ შესაძლებლობით. ეს ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები შედეგია, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. დღეს ასევე ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია გადავჭრათ ის პრობლემები, რომელიც უვიზო რეჟიმს უკავშირდება. დღეს ასევე ვისაუბრეთ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე. პატივი მქონდა აქ მიმეღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან ბრიუსელი აირჩია პირველი საერთაშორისო ვიზიტის დანიშნულების პუნქტად და ეს მკაფიო მესიჯია ჩვენთვის. მაშინაც ვუთხარი საქართველოს პრეზიდენტს და ახლა თქვენ გეუბნებით შერიგებისა და დიალოგის მნიშვნელობაზე პოლარიზებული საარჩევნო კამპანიის შემდეგ. ასევე მოხარული ვარ თქვენი მზაობით ის რეკომენდაციები გაითვალისწინოთ, რომელიც ეუთო-ს ანგარიშშია მოცემული არჩევნებთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს სასამართლო სისტემის გაძლიერება. ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ზუსტად ამით დავიწყეთ დღეს ჩვენი შეხვედრა. მხარს ვუჭერთ მშვიდობიან ინიციატივას, „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.

ვაჟა ბერიძე - გაუგებარია საზოგადოების რა ნაწილს წარმოადგენს მმართველი ძალა და ვისთვისაა „ოცნების“ ხელისუფლებაში დარჩენა სისხლხორცეულად აუცილებელი
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2019
თენგიზ ფხალაძე - ვინც ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობას ეჭვქვეშ აყენებს, იქნებ იმაზეც დაფიქრდეს, რატომ აჩქარებს რუსეთი ტამანში საკუთარი პორტის მშენებლობას?
აჭარული სოფლები და მთები, როგორც ოთხივე სეზონის ტურისტული პროდუქტი
სილქნეტი მედიასივრცეში გავრცელებულ ბოლოდროინდელ ბრალდებას ეხმიანება სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ოლიგოპოლიასთან დაკავშირებით
„ლიბერთი ბანკის“ მხარდაჭერით, ახალი, ინოვაციური ონლაინ პლატფორმა - onoff.ge შეიქმნა
„ჯიპიაი ჰოლდინგი“ ყველა ავტომფლობელს სტიქიური რისკებისგან დაზღვევას უფინანსებს