შემოსავლების  სამსახურმა ორი მიკროსაფინანსო  ორგანიზაცია  დააჯარიმა

შემოსავლების სამსახურმა ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედო“ და „კრისტალი“ დააჯარიმა,- ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” „საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის“ თავმჯდომარემ, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “ლაზიკა კაპიტალის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბესიკ შენგელიამ განუცხადა.

ასოციაციამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიმართა ბიზნესომბუდსმენს, რომელმაც თავის მხრივ მიმართვა შემოსავლების სამსახურს გაუგზავნა.

ბიზნესომბუდსმენი შემოსავლების სამსახურს მიმართავს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების საგადასახადო შემოწმებისას და საგადასახადო დავის წარმოებისას გამოიყენოს საერთო სასამართლოების მიერ დადგენილი პრაქტიკა.

ბესო შენგელიას თქმით, საკითხი, რომლის გამოც ორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დაჯარიმდა,სხვა მისო-ებსაც ეხებათ და თავადაც ჰქონდა დავა შემოსავლების სამსახურის მიერ ფინანსური ოპერაციის განსხვავებული კლასიფიკაციის გამო.

„„ლაზიკა კაპიტალს“ 2013 წელს 1 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმა დააკისრა შემოსავლების სამსახურმა, მრავალი განხილვისა და პროცედურების შემდეგ საბოლოოდ 2016 წელს მოვიგე დავა ფინანსთა სამინისტროსთან.

საქმე ეხება საგადასახადო საკითხს , ეგრეთ წოდებული „ბექ-თუ ბექ“ ინსტრუმენტის გამოყენებას, რომელიც ფართოდ აპრობირებულია და გამოიყენება სავალუტო რისკების დასაზღვევად.უფრო კონკრეტულად, ხდება საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიღებული დოლარის რესურსის გალარება შემდეგნაირად: მისო-ები დოლარში იღებენ თანხას, რომელიც თავსდება კომერციული ბანკის დეპოზიტზე და შემდეგ ამ დეპოზიტის უზრუნველყოფით, გარკვეული სპრედით ხდება ბანკიდან ლარში სესხის აღება,“-განაცხადა შენგელიამ.

ბიზნესომბუდსმენის მიმართვის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ფინანსთა სამინისტროს პოზიციას და პალატამ მიიჩნია, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული ოპერაციები არ წარმოადგენს ერთმანეთთან დაკავშირებულ დასაბეგრ ოპერაციას და თავისი ბუნებით დამოუკიდებელ, ერთმანეთისაგან გამიჯნულ ოპერაციებად განიხილება, საგადასახადო ორგანომ საგადასახადო შემოწმების საფუძველზე კვლავ მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი პრაქტიკის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება 2 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიმართ, შეუცვალა ოპერაციებს კვალიფიკაცია და დააჯარიმა კომპანიები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს