მამუკა ბახტაძე - ევროკავშირი ჩვენი ხალხის ღირებულებების არჩევანია

მადლობელი ვართ იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირს შეაქვს ჩვენს უსაფრთხოებაში და სტაბილურობაში, - ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უსაფრთხოების სფეროში ჩვენი თანამშრომლობის დინამიკას მივესალმებით. ევროკაშირის მადლობელნი ვართ საქართველოში ყოფნისთვის და იმ წვლილისთვის, რომელიც ევროკავშირს შეაქვს ჩვენს უსაფრთხოებაში და სტაბილურობაში. ჩვენი მხრიდან განვაგრძობთ ევროპაში და ევროპის გარეთ მშვიდობაში და სტაბილურობაში წვლილის შეტანას. გასულ წელს გავაფართოვეთ ჩვენი მონაწილეობა ევროკავშირის მისიაში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში და მალიში. ჩვენ თავს პირობა მივეცით, რომ რეგიონში სამაგალითოებნი ვიქნებით, როდესაც საქმე ეხება ევროპასთან დაახლოებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შევასრულოთ ეს, მიუხედავად შიდა და გარე გამოწვევებისა. საქართველოს სახით ევროპას წარმატების ისტორია აქვს. ჩვენ ბეჯითად ვმუშაობთ, რათა დავამტკიცოთ, რომ დემოკრატიის წახალისება, ინსტიტუტების მშენებლობა, სამოქალაქო უფლებები და რეფორმები რეალურად მუშაობს. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ განვაგრძობთ ამ გზას და ვიმედოვნებთ, რომ სრულად მიგვიღებენ, რათა წვლილი შევიტანოთ ევროპულ ოჯახში. ევროკავშირი ჩვენი ხალხის ღირებულებების არჩევანია“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს