ზვიად კორძაძე - ხაზარაძის დაკითხვის  მიზანი ის იყო,  რომ რამენაირად დაედასტურებინათ,  რომ ასეთ ფაქტს (მუქარის წერილი) ადგილი არ ჰქონია

მამუკა ხაზარაძის დაკითხვის მიზანი არ იყო, ვინმეს დაედგინა, ფაქტი მოხდა თუ არა, არამედ მიზანი ის იყო, რომ რამენაირად დაედასტურებინათ, რომ ასეთ ფაქტს(მუქარის წერილი) ადგილი არ ჰქონია,“ - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსი“ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.

„მთელი დაკითხვის პროცესში მეც დამრჩა შთაბეჭდილება და ამ შემთხვევაში მამუკას აზრსაც გიზიარებთ, რომ მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმეს დაედგინა ეს ფაქტი მოხდა თუ არა, არამედ უფრო მეტად მიზანი ის იყო, რომ რამენაირად დაედასტურებინათ, რომ ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია, სწორედ ამას მოჰყვა მამუკასგან რეაქცია“, - -განაცხადა ზვიად კორძაძემ.

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძე, გუშინ გაკეთებული განცხადების გამო დაიკითხა. კერძოდ, გუშინ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო. დღევანდელი დაკითხვის შემდეგ ბიზნესმენმა განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ ნახა საბჭოთა მენტალიტეტის პროკურატურა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო