ზვიად კორძაძე - რატომ უნდა მოეგონებინა მამუკა ხაზარაძეს წერილი, იტყოდა რომ „შემომითვალა“,  უფრო იოლი არ იყო?

რატომ უნდა მოეგონებინა მამუკა ხაზარაძეს წერილი, იტყოდა რომ „შემომითვალა“, უფრო იოლი არ იყო?, - ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე ამ ეტაპზე შუამავალს მხოლოდ შუამავლის ინტერესებიდან გამომდინარე არ ასახელებს. იმიტომ, რომ მასთან არ არის შეთანხმებული და ის არ არის უცხო პირი. ბუნებრივია, როცა შუამავალზე ვსაუბრობთ, მასში იგულისხმება პირი, რომლის საშუალებითაც მამუკა ხაზარაძემ ეს წერილი მიიღო და მას ორივე ადამიანი იცნობს.

თუმცა შუამავლის არსებობა - არ არსებობა წერილის არსებობა არ არსებობასთან მიმართებაში ბევრს ვერაფერს შეცვლის. შესაბამისად, გადაწყდება თუ არა შუამავლის დასახელება ეს არ მგონია მნიშვნელოვანი ამ შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ შუამავლის დასახელება მამუკასთვის უფრო მომგებიანი იყო ამ ეტაპზე, „ - განაცხადა ზვიად კორძაძემ.

მისი თქმით, ხაზარაძეს არავითარი მიზეზი არ ჰქონდა, რომ წერილის ეპიზოდი გამოეგონებინა

„რატომ წერილი? რატომ უნდა მოეგონებინა მამუკა ხაზარაძეს წერილი, იტყოდა რომ „შემომითვალა“, უფრო იოლი არი იყო? შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოცემულობა, როცა ადამიანი ამბობს, რომ მოხდა მსგავსი რამ. ეს ლოგიკურია თუ არალოგიკური, პროკურატურის საქმე სწორედ ის არის ზუსტად, რომ ეს გამოიძიოს და წინასწარი განწყობებით არ მიუდგეს საქმეს, ის ობუიექტური უნდა იყოს მამუკა ხაზარაძის განცხადებასთან მიმართებაში და ასევე შს მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით. პროკურატურას არ უნდა ჰქონდეს წინასწარი მზაობა, თუ როგორ დამთავრდება ეს საქმე“. -განაცხადა კორძაძემ.

4 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ მუქარის შემცველი წერილი შს მინისტრ გიორგი გახარიასგან მიიღო.

იხილეთ ვიდეო

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს