რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრები კატალონიის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის წევრებმა დღეს კატალონიის რეგიონის დელეგაციის წევრებს უმასპინძლეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ მერაბ ქვარაიამ, დეპუტატებმა გიორგი კოპაძემ, გოგა გულორდავამ, კობა ლურსმანაშვილმა და კარლო კოპალიანმა საქართველოს რეგიონების განვითარებისა და ქვეყნის თვითმმართველობის პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა დეცენტრალიზაციის გეგმებზე, ასევე, ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე.

კატალონიის მუნიციპალიტეტების ფედერაციის (FMC) გენერალურმა მდივანმა ხუან იგნასიო სოტო ვალემ, ამავე ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და ესპარეგუერას მერმა, ედუარდო რივას მატეომ და ოლივიერ ტერიენმა ისაუბრეს ესპანეთის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობის დეცენტრალიზაციისა და რეგიონების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის მიმართულებით არსებულ პრაქტიკაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა შემდგომი თანამშრომლობის გაგრძელებისა და გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა