ირაკლი სესიაშვილი - ირაკლი ღარიბაშვილი კი არ წავიდა ან გაუშვეს, იმ პრემიერით  ჩანაცვლდა, რომელიც უკეთესად შეასრულებდა დავალებებს

ირაკლი ღარიბაშვილი კი არ წავიდა ან გაუშვეს, ირაკლი იმ მომენტისთვის იმ პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლდა, რომელიც უკეთესად შეასრულებდა დავალებებს“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

სესიაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია იმ გამოწვევებზე რეაგირება, რომელიც ქვეყანაში არსებობდა.

„ღარიბაშვილს მუშაობამ მოუწია ძალიან რთულ პერიოდში, აბსოლუტურად სხვა ტიპის გამოწვევები იყო ქვეყნის წინაშე. სტაბილურობა იყო ნომერი პირველი თემა. ირაკლი კი არ წავიდა ან გაუშვეს, ირაკლი იმ მომენტისთვის იმ პრემიერ-მინისტრით ჩანაცვლდა, რომელიც უკეთესად შეასრულებდა ამ დავალებებს“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

რაც შეეხება პარტიაში მიმდინარე პროცესებს, სესიაშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაივიწყოს ის რეფორმები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა.

„„როდესაც პარტიულ კრიზისზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან ბევრი, ძალიან სერიოზული რეფორმა განახორციელა. ზოგი ზედაპირულად უყურებს ყველაფერს და მე ძალიან კარგად მახსოვს, რა დაგვხვდა“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს