ბენზინგასამართი სადგურების შემოწმების შედეგად, ბენზინში ტყვია არ აღმოჩნდა

დაახლოებით 240-მდე სინჯი ავიღეთ 143 ავტოგასამართ სადგურზე. არსად არ დაფიქსირდა ტყვიის შემცველობა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ნელი კორკოტაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, უწყებამ გასულ წელს დეკემბერში ჩაატარა მიზნობრივი კვლევა საწვავში ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებით. საწვავის სინჯები საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიამ შეისწავლა.

„საზოგადოებაში მუსირებს აზრი, რომ საავტომობილო ბენზინი ტყვიას შეიცავს და ამ კვლევით მინიმუმ დადასტურდა, რომ დღეს არსებული მდგომარეობით საავტომობილო ბენზინში ტყვია არ ფიქსირდება, თუმცა ამის მაჩვენებელი ასევე გახლავთ ატმოსფერული ჰაერის კვლევები, სადაც ბოლო 5 წელია ტყვიის შემცველობა არ გამოვლენილა,“ - აცხადებს კორკოტაძე.

ცნობისთვის, ავტოგასამართი სადგურები რეალიზაციისას საწვავის ხარისხის ნორმებთან შეუსაბამობის გამო 8 000 ლარის ოდენობით ჯარიმდებიან, ხოლო როდესაც ქვეყანაში ისეთი ბენზინის ან დიზელის საწვავის იმპორტი ხდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს, სანქცია 10 000 ლარია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა