ჯონ ბოლტონი - თუ ჩრდილოეთ კორეას დენუკლეარიზაცია არ სურს, მაშინ მათთვის დაწესებული სანქციები არ შესუსტდება

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში სასანქციო რეჟიმს გაამკაცრებს, თუ ისინი დენუკლეარიზაციაზე უარს იტყვიან. ამის შესახებ ტელეარხ Fox News-სთვის მიცემულ ინტერვიუში ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ჯონ ბოლტონმა განაცხადა.

„იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვეტილება მიიღო ჩრდილოეთ კორეასთან ცუდი შეთანხმება არ დადოს, ჩვენ ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ნებისმიერ გადაწყვეტილებას ველით იმასთან დაკავშირებით, არიან თუ არა სერიოზულად განწყობილნი შემდგომი მოლაპარაკებებისთვის და რაც მთავარია, შეასრულებენ თუ არა დაპირებას უარი თქვან ბირთვულ არსენალზე“, - განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

მისივე თქმით, თუ ჩრდილოეთ კორეას დენუკლეარიზაცია არ სურს, მაშინ მათთვის დაწესებული სანქციების შესუსტება არ მოხდება.

„რეალურად კი ამ სანქციების ეტაპობრივი გამკაცრება მოხდება. აშშ-ს პრეზიდენტმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადა ამგვარ შედეგებზე“, - აღნიშნა ბოლტონმა.

ეროვნული უშიშროების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის თანაშემწემ ასევე გამოთქვა იმედი, რომ ჩინეთი უფრო აქტიურად დაარწმუნებს ჩრდილოეთ კორეას დენუკლეარიზაციის აუცილებლობაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა