„ტოიოტამ“ ორი ახალი ავტომობილი - „ტოიოტა კოროლა“ და „ტოიოტა რავ4“ წარადგინა

„ტოიოტამ“ ორი ახალი ავტომობილი - „ტოიოტა კოროლა“ და „ტოიოტა რავ4“ გამოუშვა. უფრო კონკრეტულად, კომპანიამ მსოფლიოს სედანის მე-12 თაობა წარუდგინა და „რავ 4“-ის კონცეფცია თითქმის სრულად შეცვალა.

იმის გათვალისწინებით, რომ „ტოიოტა“ საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების საყვარელი ბრენდია, „ტოიოტა კავკასიამ“ ახალი ავტომობილების მასშტაბური პრეზენტაცია მოაწყო, რომლის დროსაც მედიის წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, ახალი მოდელები ძველისთვის შეედარებინათ და იმ უმცირეს დეტალებს შორის განსხვავება ეგრძნოთ, რაც საბოლოო ჯამში, ავტომობილებს სრულყოფილებას ანიჭებს.

ახალი „ტოიოტა კოროლა“, რომელიც მთელ მსოფლიოში მაღალი ხარისხის, სანდო და გამძლე სედანად არის ცნობილი 1,6-ლიტრიანი ბენზინის ძრავითა და პირველად, 1,8-ლიტრიანი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ძრავით არის აღჭურვილი.

ახალი „კოროლას“ ვიზუალი წინა მოდელებისგან განსხვავებით, უფრო გაბედული და დინამიურია. შესაბამის ეფექტს კი მსუბუქშენადნობი დისკები, განიერი რადიატორის ცხაური და შუქდიოდიანი წინა ფარები. ამასთან, „ტოიოტა კოროლას“ სხვა მოდელების მსგავსად, უახლეს ავტომობილს ტევადი, ერგონომიული სალონი ახასიათებს, რომლის უპირატესობა სენსორების მაღალი ხარისხი და მიწინავე ტექნოლოგიებია.

რაც შეეხება „რავ 4“-ს, ახალი მოდელი გაუმჯობესებული შესაძლებლობებისა და უსაფრთხოების ერას წარმოადგენს, რომელიც ტოიოტას უახლესი პლატფორმის - GA-K-ს დამსახურებაა. ახალ „რავ-4“-ს უკეთესი მართვადობის, კომფორტული მგზავრობის, ტევადი ინტერიერისა და თავის კლასში წამყვანი საბარგულის მოცულობის (580) ლიტრი გარდა, დაბალსახურავიანი დიზაინი და უჩვეულოდ მაღალი ძარა გააჩნია.

პრეზენტაციაზე ხაზი გაესვა, რომ ორივე ავტომობილის შემთხვევაში ავტომობილს აქვს დამატებული ისეთი ახალი ფუნქციები რომელიც მძღოლებს მეტ კომფორტს სთავაზობს. მაგალითად, ერთ-ერთ ფუნქციას წარმოადგენს მაგისტრალზე, წინ მდგომი ავტომობილსა და „ტოიოტა კოროლას“ ან „რავ 4“-ს შორის უსაფრთხო დისტანციის დაცვა და ამის მიხედვით მანევრირება.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტმა მიცურუ კონიშიმ იმედი გამოთქვა, რომ „ტოიოტას“ ახალი მოდელები ქართველი მძღოლებისთვის საყვარელ ავტომობილებად იქცევა.

„ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართულ ბაზარს წარვუდგენთ ახალ “რავ 4“ და „კოროლას“. კმაყოფილები ვართ, რომ ამ ლეგენდარული მოდელების ახალი გამოშვებები ახალი, თანამედროვე დიზაინის, განახლებული კომფორტისა და უსაფრთხოებების სისტემების დამსახურებით ქართველი მძღოლებისთვის საყვარელი ავტომობილები გახდება. კიდევ ერთი სასიამოვნო სიახლე არის ის, რომ ახალ მოდელებს ჰიბრიდული ძრავებიც აქვთ, რაც საქართველოში ძალიან მოთხოვნადია“, - განაცხადა „ტოიოტა კავკასიის“ პრეზიდენტმა.

"ტოიოტა კავკასიის" პროდუქტის სპეციალისტმა, სანდრო ბერულავამ აღნიშნა, რომ ორივე მოდელზე ძალიან მაღალი მოთხოვნაა. კომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, ძირითადი ცვლილებები, რაც ამ ავტომობილებმა განიცადეს, ეს არის გაუმჯობესებული სავალი ნაწილები, ექსტერიერი და ინტერიერი. მისივე თქმით, 2013 წლის შემდეგ ამ ავტომობილებში ყველა დეტალი შეცვლილი და გაუმჯობესებულია.

„ჩვენ წარმოვადგინეთ „ტოიოტას“ ორი სრულიად ახალი მოდელი, „ტოიოტა კოროლა“ და „ტოიოტა რავ4“, რომელიც აგებულია TNGA-ს ახალ პლატფორმაზე. ორივე ავტომობილი არის მთლიანად გაუმჯობესებული როგორც ექსტერიერის, ისე ინტერიერის მხრივ, ამ ავტომობილის სავალი მხარე ასევე გაუმჯობესებულია. ასევე, წარმოვადგინეთ „ტოიოტას“ უსაფრთხოების 2 ახალი ტექნოლოგია და ასევე ჰიბრიდული ტექნოლოგია, რომელიც წარდგენილია ჩვენს რეგიონში და ჩვენ ძალიან ამაყები ვართ ამ ყველაფრით“, - განაცხადა მან.

„ტოიოტა კოროლა“ და „რავ 4“ უკვე გაყიდვაშია. ხემისაწვდომია როგორც ჰიბრიდული, ისე ბენზინის ძრავის მქონე ავტომობილები.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა