არჩილ თალაკვაძე - გვჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას  მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში

ჩვენ გვჯერა, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძე სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ყოველწლიური მოხსენების გაკეთების შემდეგ.

„ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვენმა პარტიამ მხარი დაუჭირა არჩევნებში სალომე ზურაბიშვილს, იყო მისი საერთაშორისო გამოცდილება, ნდობა და რწმენა მისი პროფესიონალიზმის მიმართ დიპლომატიის სფეროში. ჩვენ გვჯერა, საერთაშორისო ასპარეზზე ის თავის სიტყვას მკაფიოდ იტყვის და აგრეთვე მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად, რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირებაში, მით უმეტეს იმ რეალობაში, როცა საერთაშორისო ფორმატებში ჩვენ უფრო ქმედითი გადაწყვეტილებები გვჭირდება და ამაზე ისაუბრა თავად პრეზიდენტმაც“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა