სალომე ზურაბიშვილი  - არ შეიძლება, რომ ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს მთავარი ადგილი არ მივაკუთვნოთ

„თუ ამ საკითხზე არ ვიფიქრეთ, არც გვექნება გამოსავალი“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საკითხთან დაკავშირებით დეპუტატ ადა მარშანიას გამოსვლას უპასუხა.

„შეიძლება ყველაფერში არ გეთანხმებოდეთ ქალბატონო ადა, მაგრამ მთავარში გეთანხმებით. არ შეიძლება რომ ჩვენ ამ საკითხს, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხს მთავარი ადგილი არ მივაკუთვნოთ. ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ და მე პირადად როცა ვლაპარაკობა არ შეგუებაზე, ეს არაფერს არ ნიშნავს, თუ არ დავიწყეთ ფიქრი გამოსავალზე, რადგან ეს გრძელდება და გრძელდება. მე მზად ვარ ამისთვის. გამოსავალი არავის არ აქვს მზად, არავინ არ იცის რა არის გამოსავალი, მაგრამ თუ არ ვიფიქრეთ მაშინ არც გვექნება და ამისთვის მზადყოფნა მინდოდა გამომეხატა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო