მამუკა მდინარაძე - როცა ახალი კონსტიტუცია იწერებოდა, ჩვენ წარმოდგენაში სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო  პრეზიდენტი, რომელიც დადგებოდა ყველაფერზე მაღლა

უახლოეს წარსულში როცა ახალი კონსტიტუცია იწერებოდა, ჩვენ წარმოდგენაში სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადგებოდა ყველაფერზე მაღლა, - ასე შეაფასა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის პირველი გამოსვლა პარლამენტში.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს ძალიან სწორი აქცენტები და გზავნილები ჰქონდა.

„უახლოეს წარსულში როცა ახალი კონსტიტუცია იწერებოდა, ჩვენ წარმოდგენაში სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც დადგებოდა ყველაფერზე მაღლა, რომელიც გააკეთებდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე აქცენტს - ეს არის ქვეყნის ერთიანობა, ქვეყნის განვითარება და ეროვნულობა. სწორედ ამის შესახებ მოვისმინეთ დღეს პრეზიდენტის მოხსენება და ვფიქრობ, რომ ეს არის მისასალმებელი სტარტი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტის განცხადებას, რომელიც ქუთაისში, პარლამენტის შენობის საერთაშორისო კონფერენციების ცენტრად გარდაქმნას შეეხება, რაზეც მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის პოზიცია ჯერჯერობით შეუცვლელია და იქ საპოლიციო ჰაბი უნდა განთავსდეს.

„ბუნებრივია, პრეზიდენტს აქვს აბსოლუტურად ლეგიტიმური უფლება თავის წარმოდგენა ჰქონდეს თუ რა შეიძლება განთავსდეს ქუთაისში, პარლამენტის სასახლეში, მაგრამ ჩვენი დამოკიდებულება ასეთი გახლავთ დღესაც, ამ აზრზე ვართ, რომ იქ უნდა იყოს საპოლიციო ჰაბი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო