ლევან გოგიჩაიშვილი - მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ბევრჯერ გამოიყენებს შეწყალების უფლებამოსილებას, ამით რამე შავდება

მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ბევრჯერ გამოიყენებს შეწყალების უფლებამოსილებას ამით რამე შავდება, - ამის შესახებ დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამით გოგიჩაიშვილი გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ წინა პრეზიდენტების დროს შეწყალების პრაქტიკა ამნისტიას ემსგავსებოდა. გოგიჩაიშვილის განცხადებით, ეს არის პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება და მან თავად უნდა გადაწყვიტოს, ვის გამოუშვებს და ვის -არა.

„ეს არის ძალიან ინდივიდუალური გადაწყვეტილება და როდესაც საქმე ეხება ადამიანის ბედს, განსაკუთრებით პატიმრის ბედს, მე ვერ შევალ შეფასებაში, ვინ როდის გადაწყვეტს ამ ადამიანის შეწყალებას. ეს იქნება ძალიან არაეთიკური. ეს მათი გადასაწყვეტია, ვისაც კონსტიტუციამ მისცა ეს უფლებამოსილება, რომ საკუთარი სინდისითა და ხედვით განსაზღვრონ, როგორ გამოიყენებენ ამ უფლებამოსილებას. მე ვერ შევალ ამის შეფასებაში. მე არასდროს გავაკრიტიკებ შეწყალების გამო არავის. მე არ ვფიქრობ, რომ თუ ადამიანი ბევრჯერ გამოიყენებს შეწყალების უფლებამოსილებას, ან პირიქით, არ გამოიყენებს, ამით რამე შავდება. ეს მათი გადასაწყვეტია, მათ მისცა კონსტიტუციამ ამის უფლებამოსილება და თავად აიღონ პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო