ნინო ბურჯანაძე - ანატოლი ბიბილოვი ჩადის რუსეთში და პრეზიდენტს ხვდება, ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები კი ამას ვერ ახერხებენ

ანატოლი ბიბილოვი ახერხებს, რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ესაუბროს იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს იმ ხალხს, რომელსაც ის წარმოადგენს. ჩვენი ხელისუფლება ამას ვერ ახერხებს“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა შეაფასა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრის დეტალების შესახებ მას ინფორმაცია არ აქვს, თუმცა მიიჩნევს, რომ ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში საზიანოა, როდესაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტს ხვდება და საქართველოს ხელისუფლებიდან მას არავინ ხვდება.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენელი, უნდა ესაუბრებოდეს რუსეთის პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომელზე საუბარს საჭიროდ მიიჩნევს.

ბიძინა ივანიშვილს ებრძვის საკმაოდ ძალაუფლებიანი და სერიოზული ფიგურა, თავად ივანიშვილი. ის, რასაც ბატონი ივანიშვილი თავის ხელისუფლებას უკეთებს, ნამდვილად ძნელი მოსახერხებელია მტრობის შემთხვევაშიც კი, მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს ძალიან აზარალებს ქვეყანას. ჩვენ ვხედავთ ყველა მიმართულებით ქვეყნის არა მარტო სტაგნაციას, არამედ უკან დახევას. ჩვენ ვხედავთ იმასაც, რომ ჩვენს პრობლემებზე არავინ საუბრობს და გამოსავალს არავინ გვთავაზობს. ჩვენ დღესაც არ მოგვისმენია გამოსავალი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით. ამ დროს სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ჩადის რუსეთში და რუსეთის პრეზიდენტს ხვდება. ჩვენი ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლები ვერ ახერხებენ, რუსეთის ხელისუფლებასთან ჩასვლას, დალაპარაკებას და ჩვენი პრობლემების მოგვარებას. გამოსავალი არის ერთადერთი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ყველა ის ცვლილება, რომელიც უზრუნველყოფს ხელისუფლების მშვიდობიან შეცვლას საქართველოში. ამ ხელისუფლების პირობებში, ცხადია, არც სამართლიანობის, არც კონფლიქტების, არც ბიზნესის პრობლემა არა თუ არ მოგვარდება, კიდევ უფრო გამწვავდება.

ბიბილოვი ახერხებს, რომ შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს და ბუნებრივია, გაგონილი და მოსმენილი იქნება ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემები და არა საქართველოს პრობლემები. როდესაც ასეთი იგნორირება ხდება რუსეთის ხელისუფლების (ჩვენ ეს დავინახეთ კარასინის განცხადებებში) და როდესაც რუსეთს ესაუბრებიან მხოლოდ იმისთვის, რომ გახანგრძლივდეს ივანიშვილის ხელისუფლება და ცალკეული კლანების ბიზნესინტერესები განხორციელდეს საქართველოში და არა სახელმწიფო ინტერესები, ამაზე უკეთესი შედეგი ნამდვილად ვერ გვექნება“, – დასძინა ბურჯანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო