რომან გოცირიძე - დაველოდოთ ლონდონში ანალიზს და იქნებ გახარიას ანაბეჭდებიც აღმოჩნდეს

დაველოდოთ ჯერ ლონდონში ანალიზს და იქნებ გიორგი გახარიას ხელის ანაბეჭდებიც აღმოჩნდეს, გაგზავნის წინ იქნებ გადაიკითხა კიდევ ერთხელ და ჩაიღიმა გულში, რა მაგარი შანტაჟის წერილი დამიწერიაო, - ასე შეაფასა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პროკურატურის განცხადება ხაზარაძის მიერ წარდგენილი წერილის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით.

რომან გოცირიძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია შუამავლის ვინაობა დადგინდეს, რომელმაც ხაზარაძეს წერილი მიუტანა, რაც რთული დასადგენი არ არის.

„პროკურატურის განცხადება, რომ წერილი არ არის ინდენტიფიცირებული, არაფერს ნიშნავს. წერილი გაგზავნილია ლონდონში ექსპერტიზაზე, შეიძლება იქ აღმოჩნდეს თითის ანაბეჭდებიც. აქ ყველაზე მთავარია შუამავალი, რომელიც თურმე ვიცით და შეიძლება ჩვენთვის ყველასთვის ცნობადი სახე იყოს. შეიძლება წერილზე შუამავლის დნმ-ის კვალი, ან თითის ანაბეჭდები აღმოჩნდეს. შუამავლის გადაადგილების მოძრაობის დადგენა დღეს ძალიან მარტივია, მობილური ანძების საშუალებით. არც ამას გამოვრიცხავ, რომ ისეთი სიბრიყვე გაეკეთებინა, პირდაპირ ბანკში მიეტანა წერილი, ვინაიდან ვერ წარმოიდგენდა გახარია ან ივანიშვილი, რომ ხაზარაძე მსგავს ნაბიჯს გადადგამდა. არ არის გამორიცხული, რომ მათ სიფრთხილე დაკარგეს და პირდაპირ ბანკის ვიდეო კამერების ჩანაწერებშია ეს შუამავალი. ნორმალური გამოძიების შემთხვევაში, სხვადასხვა ირიბი მტკიცებულებებით ამ წერილის ავთენტურობის დადგენა არის ძალიან მარტივი“, -აცხადებს რომან გოცირიძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა