მამუკა მდინარაძე - ხელში გვაქვს ფურცელი, რომელზეც რაღაც არის დაბეჭდილი და ისმის კითხვა, ამის გამო შს მინისტრი პარლამენტში უნდა დავიბაროთ თუ - არა?

ხელში გვაქვს ფურცელი, რომელზეც რაღაც არის დაბეჭდილი და ისმება კითხვები, ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა დავიბაროთ თუ - არა?- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

„მოდით, შეფასებისგანაც კი თავი შევიკავოთ და ვთქვათ, ხელში რა გვაქვს. ეს იქნება პასუხი ყველაფერზე. ხელში გვაქვს ფურცელი, რომელზეც რაღაც არის დაბეჭდილი და ისმის კითხვა, ამის გამო შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში უნდა დავიბაროთ თუ არა. როდესაც ადამიანი ჩვენებას აძლევს, მას აქვს ვალდებულება, სრულყოფილი ჩვენება მისცეს და გამოძიებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს. თუ მამუკა ხაზარაძე შუამავალსაც არ ამბობს და სასამართლოში მხოლოდ ნაბეჭდი ფურცელი მიაქვს, დასკვნები ვინ ან როგორ უნდა გამოიტანოს? თუკი რამე სხვა მონაცემი იქნება, შეიძლება სხვაგვარად ვისაუბროთ. რაც ჩვენ დღეს ხელში გვაქვს, არაფერი სერიოზულის საფუძველს არ იძლევა, ეს ფაქტია," - განაცხადა მდინარაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა