ნინო ბურჯანაძე - ბიძინა ივანიშვილი აცნობიერებს, რომ „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია, თუმცა ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ამ კრიზისს უფრო გააღრმავებს

ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად დამარცხდება, რადგან ის თავის თავს ებრძვის. როდესაც ადამიანი თავის თავს ებრძვის და თავის საწინააღმდეგო ნაბიჯებს დგამს, ამას მილიარდები არ შველის“, – ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ნინო ბურჯანაძემ ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება და მის მიერ გაკეთებული განცხადებები შეაფასა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ არც ერთი წევრი არ არის დამოუკიდებელი.

„ჩვენ გუშინდელი გადაწყვეტილებით დავინახეთ ის, რომ „ქართული ოცნება“ უმძიმეს კრიზისშია და როგორც ჩანს, ბიძინა ივანიშვილი ამას აცნობიერებს, თუმცა, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებს, რომელიც ამ კრიზისს კიდევ უფრო გააღრმავებს. ამავდროულად, ჩვენ დავინახეთ, რომ თუ წასვლის შემდეგაც გაჩუმდები, ბიძინა ივანიშვილს არ დაუპირისპირდები და მისადმი ლოიალობას შეინარჩუნებ, გიჩნდება იმის შანსი, მეორედ სადმე დაბრუნდე. სამწუხარო ის არის, რომ გუშინ ჩვენ ვერ მოვისმინეთ ვერაფერი ახალი. რაიმე იმედის მომცემი რომ ყოფილიყო, სიმართლე გითხრათ, გამეხარდებოდა, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს“, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო