აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა

საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ერთობლივი ორგანიზებით, აღმოსავლეთ კავკასიონის ერთ-ერთი მწვერვალისთვის ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ალპინიადის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

ასევე, მოეწყო ალპინიადისადმი მიძღვნილი ვიდეო-კლიპების პრეზენტაცია. ჟიული შარტავას სახელობის მწვერვალზე მოწყობილი პირველი ალპინიადის მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საჩხერის სამთო მომზადების სკოლის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებს საპატიო სიგელები გადაეცათ.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი მანანა ქვაჩახია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჟიული შარტავას სახელობის სახელმწიფო პოლიტიკის და მართვის სადოქტორო სკოლის დირექტორი ზურაბ ჯიბლაძე, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები, ალპინიადის მონაწილეები, ჟიული შარტავას ოჯახის წევრები და მეგობრები დაესწრნენ.

დაჯილდოება საქართველოს პირველი ეროვნული გმირის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ჟიული შარტავას დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

ჟიული შარტავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებული ეროვნული ალპინიადა 2018 წლის 21 სექტემბერს დაიწყო და 25 სექტემბერს დასრულდა. მასში მონაწილეობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის - პარტნიორობის მომზადებისა და განათლების ცენტრის, საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს. დალაშქვრის შედეგად აღმოსავლეთ კავკასიონზე, ხდის ხეობაში მდებარე უსახელო მწვერვალს, საქართველოს ეროვნული გმირის ხსოვნის უკვდავსაყოფად, ჟიული შარტავას სახელი მიენიჭა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო