ოთარ კახიძე - პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი  გვტოვებს იმ პერსპექტივის წინაშე, რომ არ გვქონდეს დამოუკიდებელი სასამართლო

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევად კრიტერიუმებსა და პროცედურებს ეხება, არ ითვალისწინებს იმ მთავარ საკითხს, რის დაკმაყოფილებასაც ოპოზიცია,მესამე სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება ითხოვს.

როგორც ჟურნალისტებს ოთარ კახიძემ განუცხადა, მათი მოთხოვნაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს არ მიეცეს უზენაესი სასართლოს მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის უფლება.ამის მიზეზად ოთარ კახიძე სასამართლო სისტემაში არსებულ ე.წ კლანს ასახელებს.

"ამ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული მთავარი სკითხი, რომელსაც აყენებს პარტია „ევროპული საქართველო“ , არასამთავრობო სექტორი, საერთაშორისო საზოგადოება, ამერიკის საელჩო, ევროკავშირი , ასევე სახალხო დამცველი და ადვოკატთა ასოციაცია. ჩვენთვის, ყველასთვის, „ქართული ოცნების“ და ჩინჩალაძე-მურუსიძის "კლანის" გარდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დღეს არსებული უმრავლესობის მიერ უზენაეს სასამთლოში კანდიდატების წარდგენა მიუღებელია. ვინაიდან, დღეს ამ ჯგუფს აქვს სრული მონოპოლია ამ პროცესზე, პარლამენტს მხოლოდ მათ მიერ გაფილტრული სია მოსდის. თქვენ გახსოვთ, როგორ წარმოადგინეს მათ 10 კაციანი სია, ახლაც, ზუსტად იგივე მექანიზმი სპეციალურადაა ჩარჩენილი ამ კანონპროექტში, რაც ჩვენ თვისობრირივად გვიტოვებს ზუსტად იგივე სისტემას, თვისობრივად გვტოვებს იმ პერსპექტივის წინაშე, რომ არ გვქონდეს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პერსპექტივაც კი. ამიტომ, „ევროპული საქართველო“ კატეგირიულად ეწინააღმდეგება საკითხის ამგვარად დასმას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევამციროთ ის ზიანი, რომელსც "ქართული ოცნება" მართმსაჯულების სისტემას აყენებს. ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის შეცვლის შემდგომ რეალურად არის დასაწყები უკვე მართმსაჯულების რეფორმა", - განაცხახა ოთარ კახიძემ.

ამ წუთებში პარლამენტში პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შეხვედრას მართავს დიპლომატიური კორპუსისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს ეხება. შეგახსენებთ, რომ მესამე სექტორმა პროცესი, რომელიც მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებს ეხება, პროტესტის ნიშნად დატოვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა