ზაალ უდუმაშვილი  -  ნდობას ვუცხადებთ  ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა იმედი არ გვაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება  საქმის გამოძიება

აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა არანაირი იმედი არ გვაქვს, რომ ამ ხელისუფლების პირობებში მოხდება საქმის გამოძიება. სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ მათი ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ „თიბისი ჯგუფის“ საქმეში.

„დღეს ბრიფინგს ვმართავ, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი და ამავე დროს, როგორც “რუსთავი 2“-ის ყოფილი თანამშრომელი. შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ ბიზნესჯგუფის ხელმძღვანელისთვის გაგზავნილი მუქარის წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილი ახორციელებს სახელმწიფოს მიტაცების ფართომასშტაბიან კამპანიას. პირველ რიგში, ჩვენ აბსოლუტურ ნდობას ვუცხადებთ მამუკა ხაზარაძის მიერ გამოქვეყნებულ მტკიცებულებებს, თუმცა ამავე დროს ვაცხადებთ, რომ არანაირი იმედი არ გვაქვს იმის, რომ ამ ხელისუფლების და ამ პროკურატურის პირობებში მოხდება ამ საქმის გამოძიება. დარწმუნებული ვართ, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში ყველას მოუწევს პასუხისგებაში მიცემა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს ამ ბინძურ საქმესთან. გამოქვეყნებული წერილი აჩვენებს, რომ სახეზეა ივანიშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები. ჩვენი ინფორმაციით, არსებობს კიდევ დამატებითი მტკიცებულებები ხელისუფლების მიერ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შესახებ „თიბისი ჯგუფის“ საქმეში“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა