ნინო გოგუაძე - როგორც ჩანს,  პროკურატურა  იმართება „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის მიერ

როგორც ჩანს, პროკურატურა არის „ქართული ოცნების“ დანამატი და იმართება „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის მიერ“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის’ გადაცემაში ‘360 გრადუსი“ პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.

ნინო გოგუაძის განცხადებით, ქართული საზოგადოება მძიმე მდგომარეობაშია, რადგან დღეს ძნელი გასარკვევია, ვინ არის მართალი და ვინ ტყუის.

„ძალიან რთულ ვითარებაში არიან ჩვენი მოქლაქეები, რადგან მტყუან მართლის გარკვევა ძალიან ძნელია. ჩვენი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ყოველდღიური არსებობისთვის იბრძვის, სასიცოცხლო პროლემების წინაშე დგას. ამ დროს მიდის ასეთი უმძიმესი დავა, გამოქვეყნდა წერილი, ზოგი ამბობს, რომ არის მართალი, ხოლო „ოცნება“ ამბობს - ასეთი წერილის არსებობა როგორ უნდა დავიჯეროთო და პროკურატურამაც გამოძიება შეწყვიტა. როგორც ჩანს, პროკურატურა არის „ქართული ოცნების“ დანამატი და იმართება „ქართული ოცნების“ პიარსამსახურის მიერ. ეს განცხადებაც იყო პიარსამსახურის დაწერილი“, - განაცხადა ნინო გოგუაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო