გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე - მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას

მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირი გააკეთებს განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერს.

„ძვირფასო მეგობრებო, მინდა მცირე განმარტების გაკეთება. მივიღე უწყება „თიბისის საქმეზე“ მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით. საქმის მასშტაბის და ლეგიტიმური საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გადავწყვიტე, არა პროკურატურაში გამოკითხვის გზით, არამედ პირდაპირ სასამართლოში საჯაროდ მივცე ჩვენება. აქვე ვიტყვი, რომ საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარს ვუჭერ დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადაც ყველა მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები გააკეთებენ განმარტებებს და უზრუნველყოფენ პროცესის სრულ გამჭვირვალობას. სასამართლოში ჩვენების მიცემის შემდეგ, ცხადია აუცილებლად მოგახსენებთ ჩემს მოკრძალებულ აზრს მიმდინარე პროცესებთან და შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით.

პ.ს. როგორც ჩემი დამოკიდებულება და მცირე პოლიტიკური ჟესტი ამ საქმის მიმართ, სასამართლოში ჩვენებას მივცემ ადვოკატების გარეშე“, - წერს გიორგი ქადაგიძე.

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე „თიბისი ბანკის“ საქმეზე პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. თუმცა, გიორგი ქადაგიძემ პროკურატურაში გამოკითხვაზე გამოცხადებაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანო მოთხოვნით საქალაქო სასამართლოს მიმართავს, რათა დაკითხვის პროცედურა მოსამართლის თანდასწრებით წარიმართოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა