კახა კალაძე ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილზე - ნებისმიერს შეუძლია ანალოგიური დაწეროს, ღიმილის მომგვრელი იყო, რაც იქ ეწერა -  ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი

ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ანალოგიური წერილი დაწეროს, ღიმილის მომგვრელი იყო საერთოდ ამ წერილში რაც ეწერა ჩემთვის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა კახა კალაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისი თქმით, ზოგიერთ ადამიანს აქვს მცდელობა „თიბისი ბანკის" საქმე სამართლებრივი ჭრილიდან პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს.

„პირადად ჩემთვის და ვფიქრობ საზოგადოებისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ფაქტი, რომ სამართლებრივი ამბის გადატანა ხდება პოლიტიკურ ჭრილში. ჩვენ ამ ადამიანებს არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ეს საკითხი პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანონ.

მედია რა შუაშია, ეს საერთოდ არ მესმის. რა შუაშია „ტვ პირველი“, რა შუაში იყო „არტარეა“. ალბათ, მომავალში „ენკი ბენკიზეც“ იქნება საუბარი", - განაცხადა კალაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილში, რომელსაც თავად საგამოძიებო უწყება ასაჯაროებს, „ყველანაირი წინაპირობის გარეშე“ შესასრულებელ 3 სახის ულტიმატუმზეა საუბარი.

ამასთან, წერილში აღნიშნულია, რომ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „გამოიყენებენ მათ ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გააკეთებენ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის“.

„დადასტურებულად ვიცით, რომ გვებრძვით და აქ საქმე არ ეხება მხოლოდ ფინანსებს; ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, თუმცა თქვენი მხრიდან გრძელდება დესტრუქციული ქმედებები.

ყველანაირი წინაპირობის გარეშე: 1. უახლოეს 5 დღეში TV1 უნდა დაჯდეს TVიმედის ტრენდზე, გადავიდეს მაუწყებლობის საგანგებო რეჟიმზე (ეს უნდა დავინახოთ არხის სარედაქციო პოლიტიკიდან).

2. მ.ხ -მ უნდა გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომ მისთვის მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობის“ რევანში. ქართულ ბიზნესს კარგად ახსოვს, როგორ ექცეოდანენ მას „ნაციონალური მოძრაობის“ პირობებში და რომ ამის გამეორება მიუღებელია. მან უნდა მოუწოდოს ბიზნესმენებს, მათ, ვისაც მსგავსი პოზიცია აქვთ, გაერთიანდნენ და ერთობლივად იმოქმედონ (შემდეგ უკვე მისი ინტერპრეტაციაა შესაძლებელი).

3. არტარეას უნდა დაეტყოს ობიექტურობის მაღალი ხარისხი.

ამ შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ, ვაწარმოოთ ჯანსაღი მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობის გარეშე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამართლებრივ და ობიექტურ საშუალებას და გავაკეთებთ ამას საჯაროდ შიდა და საერთაშორისო მომხმარებლებისთვის,“ - ნათქვამია წერილში, რომელსაც პროკურატურა აქვეყნებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა