გიორგი შარვაშიძე -  ძირითადი მიმართულება ხარისხის გაუმჯობესებაა, ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო  ევროპულ სივრცეში

ეს არის უპრეცედენტო ზრდა – 6 % მშპ, მსგავსი მაჩვენებელი მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს, – ამის შესახებ თსუ-ს რექტორმა გიორგი შარვაშიძემ საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივის – „განათლება - გზა თავისუფლებისკენ", კომენტირებისას განაცხადა.

„ძირითადი მიმართულება იქნება ხარისხის გაუმჯობესება. რა თქმა უნდა, ეს არის ის მიმართულება, რომელიც არის ევროპული მიმართულება და ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას ერთიან საგანმანათლებლო ევროპულ სივრცეში და კვლევით სივრცეში. ეს არის მართლაც დიდი განაცხადი, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური. ყველა თვალსაზრისით არის ძალიან სერიოზული განაცხადი და ვუსურვებ ჩემს თავსაც, ჩვენს სტუდენტობასაც, პროფესურასაც, მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც, რომ ეს გეგმები განხორციელდეს“, – განაცხადა შარვაშიძემ, რომლის კომენტარს „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალი ინიციატივა „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ წარადგინა.

„განათლების სფეროში მიმართული დაფინანსება ყოველწლიურად გაიზრდება და მაქსიმუმს მიაღწევს 2022 წლისთვის, როცა ჩვენ გავალთ მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ნიშნულზე“, – განაცხადა წარდგენისას ბახტაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა