ირაკლი კობახიძე - ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ საკითხზე ჩემი და ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები ემთხვევა

ეკა ბესელიასთან დაკავშირებულ საკითხზე ჩემი და ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციები ემთხვევა, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ ეკა ბესელიას პოზიცია მოსამართლეთა უვადო გამწესების წესთან დაკავშირებით „იყო ნაკარნახები".

პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო სექტორის პოზიციაზეც გააკეთა შეფასება და აღნიშნა, რომ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებებს პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე აკეთებს.

„რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაზეა საუბარი, რომლებიც პირდაპირ არიან დაკავშირებული კონკრეტულ პოლიტიკურ ძალებთან. გახსოვთ თქვენ, როგორ იქცეოდნენ ისინი ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. ვიდრე მოვიდნენ შეხვედრაზე, მანამდე აანონსებდნენ ჯგუფიდან გასვლას და მერე ასე აცხადებდნენ, თითქოს იქ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს ბუნებრივია არის ნაკარნახები პოლიტიკური ინტერესებიდან, ანუ არის რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც აქვს თავისი სუბიექტური პოლიტიკური ინტერესები, პოლიტიკური მიკერძოებულობა და ამ მიკერძოების ფარგლებში მოქმედებენ. ჩვენ გვაქვს ჩვენი პასუხისმგებლობა და საპარლამენტო უმრავლესობამ თავისი პასუხისმგებლობით მოამზადა ძალიან ფართო ჩართულობით კანონპროექტი, რომელიც უკვე არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში და უახლოეს მომავალში დაიწყება განხილვა. გავიზიარეთ უამრავი ინიციატივა. ეს კანონპროექტი უზრუნვლეყოფს მაქსიმალურად უპრეცენდენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას. ამ ხარისხის ღია და გამჭვირვალე პროცედურას ვერც ერთ ევროპულ ქვეყანაშიც ვერ ნახავთ ამაზე თამამად შემიძლია ვისაუბრო", - დასძინა კობახიძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო