თამარ ჩუგოშვილი - მოსამართლეების არჩევის საკითხზე ირაკლი კობახიძის ინიციატივა პროცესის გამჭვირავლობასა და ინტერესთა კონფლქტის დარეგულირებას უზრუნველყოფს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის შეფასებით, საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ წარადგინა, უზრუნველყოფს როგორც გამჭვირვლობას, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებას.

ამასთან, როგორც დეპუტატმა “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში მთავარი პასუხისმგებლობა პარლამენტს ექნება, რომლის წევრებს თითოეულ მოსამართლეზე მოუწევთ პასუხისმგებლობის აღება.

“უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით ჩვენ რამდენიმე პრიორიტეტი გვაქვს - ეს პრიორიტეტია ღია კონკურსი, კონკურენტული გარემო, პროცესის გამჭვირვალობა როგორც პარლამენტში, ასევე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ასევე ის, რომ პროცესი დროში იყოს ხანგრძლივი. პრიორიტეტია ისიც, რომ ინტერესთა კონფლიქტი მინიმუმამდე იყოს დასული. ჩვენ უკვე გვქონდა შემთხვევა, როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა თვითონ მოინდომეს უზენაეს სასამართლოში ყოფნა და დეკემბერში პარლამენტში წარმოდგენილ სიაში საბჭოს წევრები იყვნენ. ვერსია, რომელიც ირაკლი კობახიძემ წარადგინა, უზრუნველყოფს როგორც გამჭვირვალობას, ასევე ინტერესთა კონფლიქტის დარეგულირებას. მიზანია, რომ იყოს კონკურენცია, პროცესი იყოს ღია და გახსნილი არა მხოლოდ მოსამართლეებისთვის, არამედ სხვა ადამიანებისთვისაც და ეს ყველაფერი საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ მიდიოდეს - ეს საკანონმდებლო პროექტით უზრუნველყოფილი იქნება“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა აქვე დასძინა, რომ კანონის განხილვის პროცესში მოსალოდნელია დამატებითი ცვლილებების ასახვა და ამ პროცესში ჩართული იქნება ვენეციის კომისია.

საკანონმდებლო პროექტის სამუშაო ვერსია პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ 6 მარტს დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო.

პროექტის ინიცირება ბიუროს უახლოეს სხდომაზე იგეგმება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს