მამუკა მდინარაძე მამუკა ხაზარაძეზე - პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?

ჩვენ უნდა დავიჯეროთ, რომ 17 მილიონი მამუკა ხაზარაძემ ისესხა თავისი მეგობრისგან და არ იცოდა, რომ ეს ფული მისივე ბანკიდან იყო გატანილი, მაშინ როდესაც 17 ათასის გამო სახლებიდან არის ხალხი გამოსახლებული. პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს საზღვარი?!- ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურაში მიტანილ წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მდინარაძის თქმით, როდესაც ფარატინა ფურცელზე ამობეჭდილი ტექსტი გაქვს და ამაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვ, არასერიოზულია.

„მათი მოთხოვნებიდან ასე გამოდის: ჩვენ უნდა დავიჯეროთ, მაგალითად, რომ 17 მილიონი მამუკა ხაზარაძემ ისესხა თავისი მეგობრისგან და არ იცოდა, რომ ეს ფული მისივე ბანკიდან იყო გატანილი. ამაზე არ უნდა ვიმსჯელოთ და ყურადღება უნდა გადავიტანოთ წერილზე, რომელსაც არც ხელმოწერა აქვს, არც გამგზავნი ვიცით, არც - შუამავალი. ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია ამობეჭდოს ასეთი წერილი და მოითხოვოთ საგამოძიებო კომისიის შექმნა. რამდენად არასერიოზულია ეს ყველაფერი და რამდენად იძლევა ირონიის საფუძველს, საზოგადოებამ შეაფასოს.

მოვუწოდებ ნებისმიერ სამართალდამცავს, რომ თუ რაიმე დამატებითი მტკიცებულება იქნება, ძირფესვიანად გამოიძიონ ნებისმიერი დეტალი, მაგრამ როდესაც ფარატინა ფურცელზე ამობეჭდილი რაღაცა ნაბეჭდი ტექსტი გაქვს, ის ტექსტიც თავის მხრივ გაუგებარია და ამაზე ითხოვ საგამოძიებო კომისიის შექმნას, არასერიოზულია. ამ მდგომარეობაში იმიტომ აყენებენ საქართველოს პარლამენტს, რომ მთავარ საკითხზე არ იმსჯელონ.

კითხვაზე პასუხი არ უნდა მივიღოთ და უნდა დავიჯეროთ, რომ მეგობრისგან მიიღო 17 მილიონი ისე, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ თავისი ბანკიდან იყო გაცემული, როდესაც 17 ათასის გამო სახლებიდან არის ხალხი გამოსახლებული. ბოლოს და ბოლოს, პოპულიზმსაც ხომ უნდა ჰქონდეს სადღაც საზღვარი?!"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია