ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და რისკების შეფასების პროექტი 2019 წელს დაიწყება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, სტიქიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემების შექმნისა და სტიქიური რისკების შეფასების პროექტი 2019 წელს დაიწყება. ამის შესახებ მინისტრმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ინფორმაციით, აღნიშნულ პროექტს 2018 წელს მოეწერა ხელი და ის „მწვანე კლიმატის ფონდის“ მიერ არის დაფინანსებული.

„დაინერგება ადრეული შეტყობინების ეროვნული სისტემა და მოხდება მოდელირების შესაძლებლობების გაძლიერება. ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება მეტეოროლოგიური რადარი, რომელიც საშუალებას მოგვცემს, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზირება და სტიქიური პროცესების შესახებ გაფრთხილებები უფრო მაღალი სიზუსტით მომზადდეს.

შეიქმნება დასავლეთ საქართველოს გეოლოგიური ჯგუფი, ბუნებრივი სტიქიური პროცესების განვითარების შემთხვევაში, სპეციალისტები დასავლეთ საქართველოს რეგიონში სტიქიური პროცესების გამომწვევი მიზეზების ოპერატიულად შესწავლას სტიქიური პროცესების დადგენას და შესაბამის რეკომენდაციებს ადგილზე გასცემენ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო