ლევან დავითაშვილი - საპილოტე პროექტის ფარგლებში, რაჭა ვეტერინარულად გარკვეული დაავადებებისგან დაცულ თავისუფალ რეგიონად გამოცხადდება

საპილოტე პროექტის ფარგლებში, რაჭა ვეტერინარულად გარკვეული დაავადებებისგან დაცულ თავისუფალ რეგიონად გამოცხადდება, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენ ვაპირებთ წელს საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც გვინდა რაჭა გარკვეული დაავადებებისგან დაცულ თავისუფალ რეგიონად გამოვაცხადოთ, რომელიც შემდგომ აღიარებული უნდა იქნას ცხოველთა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ამის პროგრამა არსებობს, მთავრობას წარედგინება ღონისძიებები, რომელიც განსაკუთრებულ კონტროლს და მონიტორინგს დააწესებს ამ რეგიონში. რაჭა და სვანეთი ჩაკეტილობის გამო გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონულად მივუდგეთ და საქართველო ნელ-ნელა გარკვეული დაავადებებისგან თავისუფლად გამოვაცხადოთ“, - განაცხადა დავითაშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველო ვეტერინარული უსაფრთხოების კუთხით, რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო