ინდოეთში, ჯამუ და ქაშმირის შტატში ავტობუსების სადგომზე ხელყუმბარის აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაშავდა, აქედან ხუთი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეარხი NDTV ავრცელებს.
დაშავებულების უმეტესობა მძღოლი და კონდუქტორებია. ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დგას ამ აფეთქების უკან.
შეგახსენებთ, რომ 14 თებერვალს თვითმკვლელმა ტერორისტმა ინდოელი სამხედროების კოლონაზე მიიტანა თავდასხმა, რის შედეგადაც 40 ადამიანი დაიღუპა. მაშინ პასუხისმგებლობა ტერაქტზე დაჯგუფებამ „ჯაიშ-ე-მუჰამადმა“ აიღო.