გიგა ბოკერია - „ქართული ოცნებიდან“ პატივცემული წევრები კვლავ „გვაკვირვებენ“ თავისი „კითხვების სიმწვავით“ მინისტრთან, ზედმეტი წნეხი არ მოგივიდეთ, კოლეგებო

პატივცემული კოლეგები „ქართული ოცნებიდან“ კვლავ „გვაკვირვებენ“ თავისი „კითხვების სიმწვავით“ მინისტრთან, ზედმეტი წნეხი არ მოგივიდეთ კოლეგებო, - ამ სიტყვებით მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრს უსმენენ.

ბოკერია მინისტრისგან დაინტერესდა, რას გულისხმობდა ლევან დავითაშვილი, როცა თქვა, რომ სოფლის მეურნეობის მიწებზე სიტუაცია განჭვრეტადი გახდა.

„ბატონო ლევან, თქვენ თქვით, რომ მოხსენება იყო მოკლე, არადა საათნახევარი საუბრობდით. მაინტერესებს, ვრცელი მოხსენებაც თუ გაქვთ და რამხელაა? რომელი სფეროები დაჩაგრეთ, რაზე არ ისაუბრეთ და რატომ? ნახევრად ვიხუმრე, მაგრამ მართლა მაინტერესებს. ახლა სერიოზული კითხვა - თქვენ თქვით, რომ სოფლის მეურნეობის მიწებზე ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვსო და განჭვრეტადი გახდა ვითარებაო. ამ განჭვრეტადობაში რას გულისხმობთ, დამპყრობლებისგან რომ იცავთ სამშობლოს მიწებს საკუთრების კუთხით, ამას გულისხმობდით?!“, - მიმართა ბოკერიამ ლევან დავითაშვილს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს