ზაზა ხუციშვილის აზრით, საქართველოში სამონადირეო ტურიზმი უნდა განვითარდეს და ამ მიმართულებით ბევრი ტურისტის მოზიდვა მოხდეს

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ზაზა ხუციშვილის აზრით, საქართველოში სამონადირეო ტურიზმი უნდა განვითარდეს და ამ მიმართულებით ბევრი ტურისტის მოზიდვა მოხდეს.

სამონადირეო ტურიზმის საკითხზე ხუციშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, სადაც “მინისტრის საათის“ ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს უსმენენ.

“მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ბიომრავალფეროვნებისა და ნადირობის შესახებ სამინისტროს წიაღში მომზადებულ პროექტებს. მოგეხსენებათ, სამონადირეო ტურიზმი რიგი ქვეყნებისათვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა. ყოფილი საბჭოთა ბლოკისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები არის ნათელი მაგალითი იმისა, რომ პრობლემა არა ნადირობაში, არამედ სწორ მართვაშია. ისეთი ბიომრავალფეროვნების ლანდშაფტის ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ამ მიმართულებით გაცილებით უფრო აქტიური უნდა იყოს. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი ტურისტი უნდა იყოს მოზიდული. ამას შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა სჭირდება, რაშიც მხარდაჭერა მინდა გამოგიცხადოთ“, - მიმართა ზაზა ხუციშვილმა ლევან დავითაშვილს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა