კახა კოჟორიძე - მიდგომა, რომ პრეზიდენტი უკიდურესად შეიზღუდოს შეწყალების პროცესში, არ იქნება სწორი, იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში მძიმე პრობლემებია

მიდგომა, რომ პრეზიდენტი უკიდურესად შეიზღუდოს შეწყალების პროცესში, ჩემი აზრით არასწორია, - ასე ეხმაურება იურისტი კახა კოჟორიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას შეწყალების კომისიის იუსტიციის სამინისტროში გადასვლასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა პრეზიდენტს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ხედვები შეწყალების კომისიასთან დაკავშირებით და ეს ხედვები დისკრეციის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის მიხედვით ენიჭება.

„მე ვერ ვიტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილის ხედვა არ ჯდება კონსტიტუციით განსაზღვრულ ფარგლებში. თუმცა, ყოველთვის როცა რაღაც გადაწყვეტილებას ვაფასებთ, უნდა ამოვიდეთ რეალობიდან და რეალობა დღეს მართლმსაჯულების სისტემაში არის ძალიან მძიმე. სწორედ ამ სიმძიმით იყო გამართლებული ის გარემოება, რომ გიორგი მარგველაშვილი უფრო ხელგაშლილი იყო დღეს მოქმედ პრეზიდენტთან შედარებით შეწყალების პროცესში. ჩვენ ვართ იმ სამართლებრივი მდგომარეობის მემკვიდრეები, როცა სასამართლო და სახელმწიფო სისტემა იყო ადგილი, სადაც ადამიანი სამართალს ვერ იპოვნიდა. როდესაც ასეთი სამართლებრივი მემკვიდრეობა გვაქვს და ეს პრეზიდენტებმა იციან, ამ სიტუაციაში მიდგომა, რომ პრეზიდენტი უკიდურესად შეიზღუდოს შეწყალების პროცესში, ჩემი აზრით არ იქნება სწორი, არა იმიტომ, რომ კონსტიტუციიდან გამომდინარე ამის გაკეთება არ შეუძლია, არამედ იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემაში არის მძიმე პრობლემები“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა