კახა კუჭავა - დღეს მეტყევეების რაოდენობა ძალიან ცოტაა, საჭიროა, დაახლოებით 2 000 კაცი დაემატოს

საჭიროა მეტყევეების რაოდენობის ზრდა, რათა ტყის მდგრად მართვას მივაღწიოთ - მაინტერესებს, რამდენად არის მზად სამინისტრო სატყეო სექტორში რეფორმა სტრუქტურულ დონეზეც განახორციელოს, -ამის შესახებ გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ განაცხადა.

კახა კუჭავამ „მინისტრის საათის“ ფარგლებში ლევან დავითაშვილს შეკითხვა დაუსვა, რამდენად შეძლებს სამინისტრო ტყის კოდექსის სათანადოდ აღსრულებას.

„დაახლოებით 4-წლიანი სამუშაოს შემდეგ პარლამენტში ინიცირება მოხდა ტყის ახალი კოდექსის, რომელიც აბსოლუტურად ახალ მიდგომასა და ტყის მდგრადი განვითარების საერთაშორისოდ აღიარებულ და საუკეთესო სტანდარტებს გვთავაზობს. ძალიან კარგია, რომ კოდექსი გვექნება და საინტერესო იქნება ამ ინოვაციების დანერგვა, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც უკავშირდება აღსრულებას. მინდა, გკითხოთ, რამდენად არის მზად სამინისტრო, სატყეო სექტორში რეფორმა სტრუქტურულ დონეზეც განახორციელოს და აქ ხაზს გავუსვამდი დაფინანსების საკითხს. ჩვენი კომიტეტის პოზიცია ყველასთვის ცნობილია: ყოველთვის ვითხოვთ, მაქსიმალურად მოხდეს დაფინანსების გაზრდა, განსაკუთრებით ამ მიმართულებით, რადგან დღეს მეტყევეების რაოდენობა ძალიან ცოტაა. საჭიროა, დაახლოებით 2 000 კაცი დაემატოს, თუ გვინდა, ტყის მდგრად მართვას მივაღწიოთ. გამორიცხულია ამ რაოდენობით ზრდა, თუ არ იქნება შესაბამისი დაფინანსება. რა თქმა უნდა, ყველა სხვა უწყება თავის მხრივ ითხოვს დაფინანსებას და ეს ყოველთვის მეორე ფლანგზე გადადის. ბოლო 2 წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია გვაქვს, თუმცა ეს საკმარისი რაოდენობის მატება არ არის. ამიტომ, მზად თუ იქნება სამინისტრო, ახალი კოდექსი სრულფასოვნად აღასრულოს? მაინტერესებს თქვენგან, ამ მხრივ ცვლილებები იგეგმება თუ არა. თუ არის გარკვეული დაბრკოლებები, ანუ მზაობა არ არის სხვა უწყებებისგან, იცით ჩვენი პოზიცია, რომ ყოველთვის ჩავერთვებით, ზრდის იმ რეალურ ციფრს მივაღწიოთ, რომელიც თქვენ და მთლიანად მთავრობას დაგეხმარებათ, ტყის კოდექსის აღსრულება უფრო ეფექტური იყოს“, - განაცხადა კუჭავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა