გედევან ფოფხაძე - არც იმას ვამბობ, რომ შს მინისტრი დამნაშავეა და არც იმაზე ვსაუბრობ, რომ მამუკა ხაზარაძე მანიპულირებას ახდენს ბრალდებებით - მინდა ვიცოდე სიმართლე

საგამოძიებო კომისია ჩემთვის არის იმის საშუალება, რომ დადგინდეს სიმართლე, - ამის შესახებ უმრავლესობის ყოფილმა წევრმა „თიბისი ბანკის“ საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მას არანაირი წინასწარი განწყობები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ აქვს.

„არც იმაზე ვსაუბრობ, რომ შს მინისტრი დამნაშავეა, არც იმაზე ვსაუბრობ, რომ მამუკა ხაზარაძე მანიპულირებას ახდენს ამ ბრალდებებით და სხვა ქვეტექსტები აქვს. მე მინდა ვიცოდე სიმართლე და ეს უნდა ალბათ საზოგადოებასაც. უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია იქნება ის მექანიზმი, რომელიც სინათლეს მოჰფენს ამ ყველაფერს, დაადგენს ობიექტურ ჭეშმარიტებას, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ობიექტურად შევაფასოთ ეს პროცესი. შესაბამისად, მგონია, რომ ამისგან თავის არიდება იქნება მხოლოდ იმის მაჩვენებელი, რომ საზოგადოება დავტოვოთ გაუგებრობაში“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა