ივანე მაჭავარიანი - დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა

დღეს არ არსებობს უფრო მთავარი თემა, ვიდრე განათლების რეფორმასთან დაკავშირებული ინიციატივაა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა პრემიერ-მინისტრის ახალი ინიციატივის „განათლება-გზა თავისუფლებისკენ“ შეფასებისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებამ გადადგა ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ხელს შეუწყობს ქვეყნის კეთილდღეობას და სიღარიბის დაძლევას.

„როგორც წესი, ჩვენი ზომისა და შემოსავლების მქონე ქვეყანა, ერიდება ამა თუ იმ სფეროში საკანონმდებლო დონეზე გაწეროს ვალდებულება, თუმცა მჯერა, რომ ეს არის ძალიან გაბედული ნაბიჯი, რომელიც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობასა და სიღარიბის დაძლევას შეუწყობს ხელს. ინიციატივა ითვალისწინებს განათლების ბიუჯეტის თანდათანობით ზრდას და 2022 წლისთვის მშპ-ს 6%-იან ნიშნულამდე მიღწევას. ეს მოცულობა დღეს არსებული საგადასახადო შემოსავლების მეოთხედზე მეტია. რაც მთავარია, ამ მონაცემების უკან დგას ძალიან მრავალმხრივი რეფორმა - ეს არის ახალი სკოლების მშენებლობა და არსებულის რეაბილიტაცია, მათი აღჭურვა უახლესი ტექნიკით. ამავდროულად, გათვალისწინებულია მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება, პედაგოგთა ხელფასის ძალიან მნიშვნელოვანი ზრდა ისე, რომ ეს პროფესია იყოს ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი, რათა საუკეთესო ძალები და ახალგაზრდები მოდიოდნენ ამ პროფესიაში,“ - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

მისი თქმით, განათლების დონის გაზრდა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის.

„ჩვენ ავწევთ ამ პროფესიის პრესტიჟს, ავწევთ განათლების დონეს და ამით ავწევთ ეკონომიკას, რადგან იცით, რომ დღევანდელ დღეს ის ქვეყნებია მოწინავე და მათ აქვთ ეკონომიკური ზრდა, სადაც ადამიანური კაპიტალი არის მაღალ დონეზე. ეს იზომება სხვადასხვა ინდექსით, მათ შორის, მსოფლიო ბანკის ადამიანური კაპიტალის ინდექსით. დღეს ვართ 61-ე აღნიშნულ ინდექსში და ჩვენი მიზანია, რომ ამ რეფორმის დაწყების შემდეგ, უახლოეს 10-12 წელიწადში, ადამიანური კაპიტალის ინდექსის ნაწილში ვიყოთ მსოფლიო ათეულში“, - განაცხადა მაჭავარიანმა „ტვ პირველის“ ეთერში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა