ირაკლი კობახიძე ხაზარაძის მიერ პროკურატურაში წარდგენილ წერილზე - პრინტერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ფურცლის ამობეჭდვა

პრინტერი ყველას გვაქვს და შეგვიძლია ფურცლის ამობეჭდვა, მათ შორის იმ ადამიანს, რომელსაც ასეთი ბრალდების წამოყენება შეეძლო, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილი წერილი, არასერიოზულია.

„როცა საუბრობ მტკიცებულებაზე და მერე მოგაქვს ამოპრინტერებული ფურცელი, ეს არის არასერიოზული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ "თიბისი ბანკის" დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა. ამასთან, პროკურატურაში განაცხადეს, რომ მამუკა ხაზარაძემ დაკითხვისას წარმოადგინა კომპიუტერულ პრინტერზე დაბეჭდილი ე.წ. დოკუმენტი, რომელსაც არ გააჩნია არანაირი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები და ნიშნები, მათ შორის არც შედგენის თარიღი, ადგილი, შემდგენის ვინაობა, ხელმოწერა.

„სიტყვიერად კი განმარტა, რომ მუქარის წერილის დედანი კვლევისთვის საზღვარგარეთ აქვს გაგზავნილი და ამიტომ, გამოძიებას წარმოუდგინა მხოლოდ ამ ე.წ. დოკუმენტის ასლი. გარდა ამისა, მან, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, არ დაასახელა იმ შუამავლის ვინაობა, ვინც მას ეს ე.წ. წერილი, მისი სიტყვების თანახმად, გადასცა“, - განაცხადეს პროკურატურაში.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა