თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში წვევამდელების ფიცის დადების ცერემონიალი გაიმართა. დღეიდან 19 სამხედრო მოსამსახურე ეროვნული გვარდიის საშტაბო ასეულში ცხრა თვის განმავლობაში იმსახურებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამხედრო მოსამსახურეებს საქართველოს თავდაცვის ძალებში ჩარიცხვა ეროვნული გვარდიის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა კობა ახვლედიანმა მიულოცა და სამშობლოს წინაშე ღირსეული სამსახური უსურვა. ღონისძიების დასასრულს პირადი შემადგენლობა მამა დავითმა დალოცა. ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალს თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

ფიცის დადებამდე რეკრუტებმა საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსი გაიარეს. სამი თვის განმავლობაში წვევამდელებმა ტაქტიკური, სამედიცინო, კავშირგაბმულობის, საცეცხლე და სამწყობრო მომზადებასთან დაკავშირებული ცოდნა შეიძინეს. ვადიანმა სამხედრო მოსამსახურეებმა 3 თვის განმავლობაში, საკონტრაქტო მოსამსახურის მსგავსად, სრულფასოვანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს. თავდაცვის ძალებში მსახურის პერიოდში ისინი გაუმჯობესებული სოციალური პაკეტითაც იმსახურებენ და უქმე დღეებში დასვენების შესაძლებლობა ექნებათ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა