პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ იწყება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პანკისის ხეობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ხეობაში მცხოვრები ქალებისათვის სასწავლო კურსი „როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ ბიზნესი“ იწყება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, სასწავლო კურსის მიზანი ქალების სამეწარმეო უნარების ამაღლება - თეორიული ცოდნისა და ბიზნესის წარმოების პრაქტიკული უნარების გაძლიერებაა.

„კურსი ინტერაქტიულ ლექციებსა და პრაქტიკულ დავალებებს მოიცავს. სასწავლო კურსის თემებია: ახალი ბიზნეს იდეის ჩამოყალიბება, ბაზრის ანალიზი და სფეროების მიხედვით დაყოფა, მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტის დაგეგმვა, ბიზნეს -მოდელირება, კომერციალიზაციის სტრატეგიის შემუშავება, ფინანსური დოკუმენტებისა და დაფინანსების წყაროების დაგეგმვა და საინვესტიციო პრეზენტაციის მომზადება. კურსის ბოლოს სხვადასხვა კატეგორიის სერტიფიკატი გაიცემა.

პროექტი სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიასთან თანამშრომლობითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ხორციელდება“, - ნათქვამია სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს