„ეკა ბესელიას არ გააჩნია კომპეტენცია, რომლითაც სასამართლო სისტემაში ფასდება მოსამართლეები“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილმა განუცხადა. ვანო ზარდიაშვილის განცხადებით, მისთვის ბესელიას იდეები უინტერესო და არასერიოზულია.
"გამორიცხული მგონია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლის დაკნინება , რადგან ამას ამბობს კონსტიტუცია და ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა. ის სპეკულაციები, რომ იუსტიციის საბჭო უნდა იყოს გათიშული ამ პროცესებიდან, არასერიოზული მგონია.
ეკა ბესელიას არ გააჩნია კომპეტენცია, რომლითაც სასამართლო სისტემაში ფასდება მოსამართლეები. გამომდინარე აქედან, ქალბატონი ეკას იდეები ნაკლებად მაინტერესებს სასამართლოსთან მიმართებაში“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.