ლევან ალაფიშვილი - შეწყალების კომისიის პრეზიდენტისგან იუსტიციის სამინისტროში გადასვლა კონსტიტუციური არ არის

„საერთოდ, კონსტიტუციაში რატომ ჩაწერეს შეწყალება? იქაც არ ჩაეწერათ. მაგრამ საერთაშორისო პრაქტიკაში ყველგან ასეა და იფიქრეს, პრაქტიკაში მერე გავასწორებთო“, - ამის შესახებ იურისტმა ლევან ალაფიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

მან ისაუბრა შეწყალების კომისიის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იუსტიციის სამინისტროში შესაძლო გადასვლაზე და აღნიშნა, რომ ეს არა მხოლოდ არაკონსტიტუციური, არამედ არასწორი და არაგონივრულია.

„შეწყალების კომისიის პრეზიდენტისგან იუსტიციის სამინისტროში გადასვლა კონსტიტუციური არ არის. თემაზე გადაწყვეტილების მიმღები არის პრეზიდენტი, ეს მისი შეუზღუდავი დისკრეციაა და არავის, არც ერთ სხვა ორგანოს, თანამდებობის პირისა თუ „კრებულის“ ნებაზე ეს არ არის დამოკიდებული. ასეა ყველა სახელმწიფოში და ამას თავისი საფუძვლები და ფილოსოფია აქვს. შეწყალების უფლება არის სახელმწიფოს მიერ გამოვლენილი ჰუმანურობის აქტი, სახელმწიფოს კი განასახიერებს სახელმწიფოს მეთაური. ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველა ქვეყანაში ასეა. კანონი ვერ შეიზღუდება და ვერც შეიცვლება, ამიტომ ეს იქნება არაკონსტიტუციური“, - განაცხადა ალაფიშვილმა.

იურისტის თქმით, ამჟამად კონსტიტუციად პარტიის წესდება მოქმედებს, ხოლო პრეზიდენტის უფლებამოსილებების კვლავ შემცირების გამო, ის უბრალოდ მმართველი პოლიტიკური ნების გამტარებელია.

„იმაზე პასუხი, თუ რატომ მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება, ძალიან მარტივია. რეალურად, პრეზიდენტი უნდა იყოს მმართველი პოლიტიკური ძალის ნების გამტარებელი. არ ნიშნავს, რომ ვიზიარებ იმ აზრს, თითქოს მაშინ პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ, რა საჭიროა, მაგრამ ამ ლოგიკის მიმდევრებთან შედარებით უფრო შორს წავიდოდი: საერთოდ კონსტიტუციაში რაღატომ ჩაწერეს შეწყალება? იქაც არ ჩაეწერათ. შემაფერხებელი ფაქტორი ის იყო, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში ყველგან ასეა და ნამუსმა შეაწუხათ, მაგრამ პრაქტიკაში მერე გავასწორებთო, ჩვენს პოლიტიკურ თარგს მოვარგებთ და მოვარჯულებთ ჩვენს დანიშნულ პრეზიდენტსო. ჩვენ გვაქვს პარტიის წესდება კონსტიტუციად და ახლა კი ამ პარტიული წესდების საფუძველზე დანიშნული პრეზიდენტი. ეს არის ის, რაც ახლა გვჭირს ჩვენ“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ ალაფიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა