ლევან დავითაშვილი რომან გოცირიძეს - მთლად ზუსტი  მაგალითი არ მოიყვანეთ, რომელიც წონასთან მიმართებაში მინისტრის შესაბამისობას უკავშირდებოდა

მე ვფიქრობ, რომ მთლად ზუსტი მაგალითი არ მოიყვანეთ, რომელიც წონასთან მიმართებაში მინისტრის შესაბამისობას უკავშირდებოდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის რომან გოცირიძის 140 კილოგრამამდე რქოსანი საქონლის ექსპორტის შეზღუდვასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ განაცხადა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, აღნიშნული რეგულაცია საჭიროა.

„ბატონო რომან, რა ვიცი, რა გითხრათ, მე ვფიქრობ, რომ მთლად ზუსტი მაგალითი არ მოიყვანეთ, რომელიც წონასთან მიმართებაში მინისტრის შესაბამისობას უკავშირდებოდა. რაც შეეხება მსხვილფეხა რქოსან პირუტყვთან დაკავშირებულ რეგულაციას, მე ვფიქრობ, რომ ეს რეგულაცია საჭიროა. ამ შემთხვევაში თავისუფალ ბაზარს რეაგირება და ადაპტირება შეუძლია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, ეს მყისიერი არ არის ხოლმე. ჩვენ დავინახეთ, რომ რამდენიმე წელში მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობა შეგვიმცირდა იმიტომ, რომ საქართველოდან ახალგაზრდა სანაშენე ჯოგი გავიდა. ჩვენ გარკვეული გათვლები გვაქვს, ამაზე გათვლები აქვთ ფერმერებს და ფერმერების ასოციაციებს. ეს არის მათი მხრიდან მხარდაჭერილი და მათი მხრიდან ინიცირებული რეგულაცია და შეზღუდვა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

„ახლა რომ მივიღოთ კანონი საქართველოში აიკრძალოს 140 კილოგრამს ქვემოთ ადამიანების პარლამენტში არჩევა ან მინისტრად განწესება, თუ იგი არის 140 კილოგრამზე ნაკლები, ამ კრიტერიუმით ბატონო ლევან, თქვენ ვერასდროს გახდებოდით მინისტრი“, - ასე მიმართა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს.

რომან გოცირიძემ ეს განცხადება მთავრობის იმ დადგენილებაზე საუბრისას გააკეთა, რომლის თანახმადაც, 140 კილოგრამამდე რქოსანი საქონლის ექსპორტზე შეზღუდვა დაწესდა. რომან გოცირიძის თქმით, მთავრობის დადგენილებამ პრობლემები შექმნა ბაზარზე. გოცირიძე ლევან დავითაშვილისგან პასუხს ითხოვს, თუ ვინ უნდა აგოს პასუხი აკრძალვების დაწესებით გამოწვეულ ზარალზე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო